Accentnews.ge
გერმანიამ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გადასცა

გერმანიამ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გადასცა

30/04/2024 06:12:08 მსოფლიო

გერმანიამ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი პარტია გადასცა, რომელიც მოიცავს დამატებით საჰაერო თავდაცვის აღჭურვილობას, ჭურვებს და ჯავშანტექნიკას, - ინფორმაცია გერმანიის მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზეა განთავსებული.

დახმარების პაკეტი მოიცავს: Skynex-ის კომპლექსი საბრძოლო მასალებით, რაკეტებს Iris-T SLM-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის, საბრძოლო მასალა Leopard 2 ტანკებისთვის, თითქმის 30 ათასი საბრძოლო მასალას Gepar-ის საზენიტო იარაღისთვის, 155 მმ კალიბრის 7 500 საარტილერიო საბრძოლო მასალას.

გარდა ამისა, გერმანიამ უკრაინას გადასცა Marder-ის 10 ჯავშანტრანსპორტიორი საბრძოლო მასალითა და სათადარიგო ნაწილებით, Biber-ის ტიპის ხიდის გამდები ტანკი სათადარიგო ნაწილებით, საინჟინრო მანქანა Dachs-ი, საჰაერო სათვალთვალო რადარი TRML-4D, AMPS ტიპის ვერტმფრენების თვითდაცვის სისტემები, 40 მმ კალიბრის 18 000 ტყვია, 3000 ერთეული RGW 90 ტიპის პორტატული ტანკსაწინააღმდეგო ხელის ყუმბარმტყორცნი, 120 მმ-იანი ნაღმები.

ბერლინმა კიევს გადასცა 2000 შესანიღბი ბადე, 2000 საწვიმარი და 100000 პირველადი დახმარების ნაკრები.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S