Accentnews.ge
მედია: გაეროს ექსპერტებმა უკრაინაში ჩრდილოკორეული რაკეტის გამოყენება დაადასტურეს

მედია: გაეროს ექსპერტებმა უკრაინაში ჩრდილოკორეული რაკეტის გამოყენება დაადასტურეს

30/04/2024 06:17:34 მსოფლიო

გაეროს ექსპერტებმა დაადასტურეს უკრაინის წინააღმდეგ ჩრდილოეთ კორეაში წარმოებული ბალისტიკური რაკეტის გამოყენების ფაქტი. იტყობინება Reuters, რომელიც გაეცნო ფხენიანის წინააღმდეგ მოქმედ სანქციებზე მონიტორინგის ჯგუფის მიერ გაეროს უშიშროების საბჭოსთვის გაგზავნილ ანგარიშს.

გაეროს ექსპერტებმა დაადგინეს, რომ 2024 წლის 2 იანვარს, უკრაინის ქალაქ ხარკოვში აფეთქდა კორეული რაკეტა Hwasong-11. გაეროს სამი ექსპერტი ამ რაკეტის ფრაგმენტების გამოსაკვლევად უკრაინაში აპრილში იმყოფებოდა. მათ დამოუკიდებლად ვერ დაადგინეს, კონკრეტულად საიდან ისროლეს ბალისტიკური რაკეტა, თუმცა უკრაინული მხარისგან მიღებული მონაცემები ტრაექტორიის შესახებ მიუთითებს, რომ ხარკოვს ამ რაკეტით რუსეთის ტერიტორიიდან შეუტიეს.

გაეროს ექსპერტების დასკვნით, რუსეთის განკარგულებაში ამ რაკეტის არსებობა მიუთოთებს, რომ ის ჩრდილოეთ კორეისგან რუსეთის მოქალაქეებმა შეიძინეს და დაარღვიეს ფხენიანის წინააღმდეგ მოქმედი სანქციები. გაეროს უშიშროების საბჭომ ჩრდილოეთ კორეას ბალისტიკური და ბირთვული იარაღის პროგრამის გამო სანქციები 2006 წელს დაუწესა, მათ შორის რუსეთის თანხმობით.

მოსკოვი ფხენიანისგან იარაღის შეძენას უარყოფს. ამასთან, 2024 წლის მარტში რუსეთმა გაეროს უშიშროების საბჭოში კენჭისყრისას ვეტო დაადო ჩრდილოეთ კორეის საწინააღმდეგო სანქციების დაცვაზე მონიტორინგის ჯგუფის მანდატის გაგრძელებას. შესაბამისად, ამ ჯგუფის 15-წლიანი მანდატის მოქმედების ვადა დღეს, 30 აპრილს ამოიწურება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S