
ოდესაზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმას, სულ მცირე, 4 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა 30-ზე მეტი
30/04/2024 06:41:33 მსოფლიო
უკრაინის საპორტო ქალაქ ოდესაზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმას 4 ადამიანი ემსხვერპლა.
რეგიონის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლეგ კიპერმა განაცხადა, რომ მტერმა ბალისტიკური რაკეტით დაარტყა ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ადგილს, სადაც ადამიანები სერინობენ ბავშვებთან და შინაურ ცხოველებთან ერთად.
მისი ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, კიდევ ერთი მოქალაქეს ინსულტი განუვითარდა, რამაც გარდაცვალება გამოწვია.
"დაშავებულია 32 ადამიანი, 25 საავადმყოფოშია, მათ შორის ორი ბავშვი და ორსული. გოგონა, რომელიც ხუთი წლისაც არ არის, უკიდურესად მძიმე მდგომარეობაშია. კიდევ ექვსი ზრდასრული ასევე ინტენსიურ მკურნალობას გადის", - დაწერა კიპერმა.