Accentnews.ge
თეთრი სახლი: უკრაინა სამხედრო დახმარების ახალი პაკეტიდან იარაღს უკვე იღებს

თეთრი სახლი: უკრაინა სამხედრო დახმარების ახალი პაკეტიდან იარაღს უკვე იღებს

30/04/2024 06:59:54 მსოფლიო

სამხედრო დახმარების ახალი პაკეტიდან უკრაინა უკვე იღებს იარაღს, – ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა კარინ ჟან-პიერმა განაცხადა. მანამდე მსგავსი განცხადება გააკეთეს პენდაგონში. მედია წერდა, რომ გამოცხადებულ პაკეტში შემავალი იარაღის მნიშვნელოვანი ნაწილი გერმანიასა და პოლონეთში იყო საწყოებბში განთავსებული.

მან ჟურნალისტებთან ხაზი გაუსვა ოპერატიული უსაფრთხოების საკითხებზე საუბრისას სიფრთხილის საჭიროებას.

„დახმარება უკრაინაში მიდის, ახლა ისინი იღებენ ამ მხარდაჭერას უსაფრთხოების სექტორში“, – აღნიშნა ჟან-პიერმა.

მან იმედი გამოთქვა, რომ ეს იარაღი უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ფრონტის ხაზზე დაეხმარება, რათა თავის დაცვა შეძლონ.

აშშ-ის სენატმა უკრაინისთვის 61 მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარების პაკეტი გასულ კვირას დაამტკიცა. ამის შემდეგ აშშ–მა უკრაინისთვის ჯერ 1 მილიარდის, შემდეგ 6 მილიარდის სამხედრო დახმარების პაკეტები გამოაცხადა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S