Accentnews.ge
თბილისის საკრებულომ დედაქალაქის 2020 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა

თბილისის საკრებულომ დედაქალაქის 2020 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა

27/12/2019 14:23:24 საშინაო პოლიტიკა

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დედაქალაქის 2020 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. ბიუჯეტის პროექტს მხარი საკრებულოს 33-მა დეპუტატმა დაუჭირა. ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ 2019 წელს განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებით ისაუბრა და ასევე აღნიშნა, რომ დაწყებული პროექტები მომავალ წელს დასრულდება. სხდომას ოპოზიცია ბოიკოტის ნიშნად არ დასწრებია.

თბილისის 2020 წლის ბიუჯეტი ჯამში 1 მილიარდ 300 მილიონი ლარი იქნება. 2020 წლის ბიუჯეტის ძირითადი მიმართულება იქნება ინფრასტრუქტურული პროექტები, ასევე სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებები.

„ამხელა ბიუჯეტი დედაქალაქს არასდროს ჰქონია. მთლიანი ასიგნებებით მილიარდ 300 მილიონი დაიხარჯება ქალაქისთვის. ორი ძირითადი მიმართულება გვექნება – ინფრასტრუქტურული და კეთილმოწყობის სამუშაოები; ჯანდაცვა და სოციალური მიმართულება. რა თქმა უნდა, სატრანსპორტო პოლიტიკა რჩება პრიორიტეტებში. ამ თანხებიდან დიდი ნაწილი იქნება გამოყოფილი დამატებით ახალი ავტობუსების შესყიდვაზე იმისთვის, რომ არა მხოლოდ არსებული პარკის ჩავანაცვლოთ, ახალი ავტობუსები დავამატოთ“, – განაცხადა კალაძემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S