
აშშ–ის საელჩო საქართველოს თავდაცვის ძალების დღეს ულოცავს: "ჩვენი პარტნიორობის ყოველ ნაბიჯზე სიამაყით ვდგავართ თქვენ გვერდით"
30/04/2024 10:57:12 პოლიტიკა, თავდაცვა
საქართველოში აშშ–ის საელჩო საქართველოს თავდაცვის ძალების დღეს ულოცავს
"გილოცავთ საქართველოს თავდაცვის ძალების დღეს! ამ დღეს მივესალმებით მათ თავდადებასა და პროფესიონალიზმს, ვინც ქვეყნის სამსახურში ყოფნა აირჩია. ასევე, ვფიქრდებით ჩვენს ღირებულ პარტნიორობაზე, რომელიც ბოლო ოცდაათი წლის განმავლობაში გაძლიერდა და გაიზარდა. ჩვენი ათასობით ჯარისკაცი გაიწვრთნა და განვითარდა ერთად, ერთობლივი გამოცდილებით.
ჩვენი პარტნიორობის ყოველ ნაბიჯზე სიამაყით ვდგავართ თქვენ გვერდით", – ნათქვამია დიპლომატიური უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ამასთან, საელჩო საქართველოს ეროვნული გმირისა და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავარსარდლის, გენერალ გიორგი კვინიტაძის სიტყვებს ციტირებს:
„ჩვენს ძვირფას და სასიქადულო სამშობლოს ხსოვნაში ყოველთვის იქნება თქვენი გმირობა და მამაცობა, ის ყოველთვის მადლობით მოიგონებს თავის სახელოვან შვილებს".
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021