Accentnews.ge
მედია: ისრაელი ასადის რეჟიმს დამხობით დაემუქრა, თუ ომში ჩაერთვება

მედია: ისრაელი ასადის რეჟიმს დამხობით დაემუქრა, თუ ომში ჩაერთვება

30/04/2024 11:45:14 მსოფლიო

სირიამ თავი აარიდა ღაზას ომში ჩარევას, მიუხედავად იმისა, რომ დამასკოში ირანის საკონსულოს მახლობლად მდებარე შენობას ისრაელი დაესხა თავს, რასაც ირანის საპასუხო თავდასხმაც მოჰყვა,– წერს The Times of Israel.

სირიის პრეზიდენტის ბაშარ ასადის მთავრობა ცდილობს, ბალანსი დაიცვას რუსეთსა და ირანს შორის, რომლებმაც მხარი დაუჭირეს მას 13–წლიან სამოქალაქო ომში.

"ისრაელმა მკაფიოდ გააფრთხილა ასადი, რომ თუ სირიას მათ წინააღმდეგ გამოიყენებდნენ, ისინი გაანადგურებდნენ მის რეჟიმს," - თქვა დასავლელმა დიპლომატმა, რომელმაც ანონიმურობა მოითხოვა.

ბოლო თვეების განმავლობაში სირიაში ირანულ ობიექტებზე იერიშების სერია იყო. 1 აპრილს მომხდარი საჰერო თავდასხმის შედეგად, დამასკოში, ირანის საკონსულოს გვერდით შენობაში დაიღუპა ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის შვიდი მეთაური, მათ შორის ორი გენერალი. ამ დარტყმის საპასუხოდ, ირანი 13-14 აპრილს პირველად დაესხა პირდაპირ თავს ისრაელს დრონებითა და რაკეტებით. AFP-ს ლიბანურ "ჰეზბოლასთან" დაახლოებულმა წყარომ განუცხადა, რომ შეტევებმა აიძულა ირანი შეემცირებინა თავისი სამხედრო წარმომადგენლობა მთელს სამხრეთ სირიაში, განსაკუთრებით გოლანის მოსაზღვრე რაიონებში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S