Accentnews.ge
კალაძე: "ივანიშვილს საქართველოში ბიზნესი არ გააჩნია"

კალაძე: "ივანიშვილს საქართველოში ბიზნესი არ გააჩნია"

27/12/2019 15:30:47 საშინაო პოლიტიკა, ეკონომიკა

მმართველი პარტია "ქართული ოცნების" გენერალური მდივანი, თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს საქართველოში ბიზნესი არ გააჩნია.

„ბიძინა ივანიშვილს საქართველოში ბიზნესი არ გააჩნია, საზღვრებს გარეთ თუ აქვს შემოსავალი, ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროს", - თქვა კალაძემ.

ცნობისთვის: 2019 წელს მმართველი პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ქონება 525 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა.

Bloomberg-ის ცნობით, ივანიშვილის ქონება 2019 წლის 27 დეკემბრის მონაცემებით, 5.52 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს. ამ მაჩვენებლით ის პლანეტის ყველაზე მდიდარი ადამიანების სიაში 374-ე ადგილს იკავებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S