Accentnews.ge
აქციაზე დაშავდა ბიძინა გუჯაბიძე

აქციაზე დაშავდა ბიძინა გუჯაბიძე

30/04/2024 22:02:22 საზოგადოება

"აგენტების კანონის" საწინააღმდეგო აქციაზე საპოლიციო ძალების მიერ სპეცსაშუალებების გამოყენების შედეგად დაშავდა ცნობილი ქართველი მთამსვლელი ბიძინა გუჯაბიძე.

მას პირველად სამედიცინო დახმარებას სასწრაფო დახმარების მანქანაში უწევენ.

რამდენიმე საათია, პოლიცია დემონსტრანტებს ძალის გამოყენებით შლის. თუმცა დემონსტრანტები რუსთაველის გამზირზე რჩებიან.

სახალხო დამცველის შეფასებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან 2024 წლის 30 აპრილს, 23.36 წუთზე გაფრთხილების გაჟღერების დროისთვის და ამჟამადაც „აქციას აქვს მშვიდობიანი ხასიათი და არ არსებობს მისი შეწყვეტისა და მის წინააღმდეგ ძალის გამოყენების საფუძველი“.

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიმართავს შინაგან საქმეთა სამინისტროს, შეწყვიტოს თბილისის ქუჩებში მშვიდობიანი აქციის დაშლა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S