Accentnews.ge
განათლების მინისტრი:"როდესაც წინა ხელისუფლების დროს ვაზი იჩეხებოდა, მაშინ ბატონი ბიძინა ახარებდა ვაზს"

განათლების მინისტრი:"როდესაც წინა ხელისუფლების დროს ვაზი იჩეხებოდა, მაშინ ბატონი ბიძინა ახარებდა ვაზს"

29/12/2019 09:46:19 ციტატა

“პოლიფონიური ნიმუშების შეგროვებაზე გამახსენდა ერთი ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო იუსტორია, რომელიც დაკავშირებულია საგურამოში, ჯიღაურას უნიკალურ მეურნეობასთან. შეიძლება, ბევრმა თქვენგანმა არ იცის ამის შესახებ - იქ, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა და ქართუ ფონდმა გადაარჩინეს ჩვენი ქართული ვაზის უნიკალური ჯიშები. როდესაც წინა ხელისუფლების დროს ვაზი იჩეხებოდა, მაშინ ბატონი ბიძინა ახარებდა ვაზს, უფასოდ არიგებდა ნერგებს და მომავალ თაობებს უნარჩუნებდა უნიკალურ ჯიშებს. უღრმესი მადლობა ბატონ ბიძინას და ყველა ადამიანს, რომელიც ასე ღირსეულად აგრძელებს დიდი ექვთიმე თაყაიშვილის საშვილიშვილო საქმეს ” - განაცხადა განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში, ანზორ ერქომაიშვილის სამეცნიერო ნაშრომის პრეზენტაციაზე, რომელსაც "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც დაესწრო.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S