
აქუბარდია "ოცნებას": დავით ხიდაშელის ხელფასი რომ დამალულიყო ეს გააკეთეთ კანონით და პერსონალური ინფორმაციას იუსტიციის მინისტრი რომ გაასაჯაროებს, სად ვიჩივლოთ?
01/05/2024 10:30:55 ციტატა
"6–ე მუხლში წერია, რომ საფინანსო დეკლარაციას, თურმე იუსტიციის მინისტრი ადგენს და მასში ასახული ინფორმაცია საჯაროა. ანუ ხელფასს, როდესაც აიღებს ლექტორი დემოკრატიული წყობის, ქალთა უფლელების ან უსაფრთხოების შესახებ ლექციის ჩატარებაში, როდესაც საფინანსო დეკლარაციაზეა საუბარი, დაეწერება იქ რომ, მაგალითად, ანრი ოხანაშვილმა, რომელმაც ლექცია ჩაატარა არის მოღალატე და უცხო ძალის გამტარებელი. ასეა ხომ? [...] პირადი ინფორმაცია და პერსონალური ინფორმაციის კანონი რატომ გვაქვს საერთოდ? თუ კანონში ჩაწერთ პერსონალურ ინფორმაციაზე, საჯარო მოხელის მრჩევლის სახელს და გვარს, ხელფასს, რომელიც ბიუჯეტიდან არის, ამ ინფორმაციას ვერ იღებს ვერც მედია და ვერც დეპუტატი. იუსტიციის მინისტრის ხუშტურზე რატომ უნდა იყოს, რა ტიპის ინფორმაცია იქნება პერსონალური და რა ტიპის არა. [...] რად გვინდა მაშინ პერსონალური მონაცემების კანონი? გააუქმეთ ის. იცავთ თქვენს საჯარო მოხელეებს, დავით ხიდაშელი, რომელიც რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენი იყო, ის რომ დამალულიყო და მისი ხელფასი, ეს გააკეთეთ კანონით და პერსონალური ინფორმაცია, რომელიც შესაძლოა, ძალიან სათუთი და მნიშვნელოვანია ამას იუსტიციის მინისტრი გაასაჯაროებს ისე, რომ ვერც ვერაფერს ვერ ვიზამთ და მერე რა ხდება მითხარით, თქვენი იუსტიციის მინისტრი, რომ დაარღვევს კონსტიტუციას სად ვიჩივლოთ? სტარსბურგსაც აღარ აღიარებთ, [...] ვენეციის კომისიას ხომ აღარ აღიარებთ, დასავლეთს ხომ აღარ აღიარებთ, საერთაშორისო ორგანიზაციებს უცხო ძალად ხომ აცხადებთ", – ასე მიმართა ოპოზიციონერმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ პარლამენტის სხდომაზე "ქართულ ოცნებას".
მოგვიანებით, მას იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა ასე უპასუხა:
"პერსონალური ინფორმაციის დამუშავების უფლება სახელმწიფოს აქვს. გასაჯაროების ნაწილში მოქმედებს შებამისი კონსტიტუციური სტანდარტები, რაც გულისხმობს პროპორციულობის პრნცინციპის დაცვას".