Accentnews.ge
ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლება ე.წ. საზღვრის კიდევ ერთ მონაკვეთს კეტავს

ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლება ე.წ. საზღვრის კიდევ ერთ მონაკვეთს კეტავს

30/12/2019 06:38:19 კონფლიქტები

ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლება ე.წ. საზღვრის ბოლო ღია მონაკვეთსაც კეტავს.

დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის ინფორმაციით, "ახალი წლის წინ უსაფრთხოების ზომების გაძლიერების გამო 30 დეკემბერს, საღამოს 8 საათიდან 3 იანვრის დილის 6 საათამდე მუშაობას დროებით შეწყვეტს ქარძმანის გადასასვლელი". ეს ე.წ. გამშვები პუნქტი ოკუპირებულ რეგიონს დანარჩენ საქართველოსთან აკავშირებს საჩხერის მუნიციპალიტეტის გავლით.

დე ფაქტო ხელისუფლებას 4 სექტემბრიდან დაკეტილი აქვს ახალგორის და ჯავის რაიონებთან მდებარე "რაზდახანის" და "სინაგურის" ე.წ. გამშვები პუნქტები.

დე ფაქტო უშიშროების კომიტეტი ირწმუნებოდა, რომ ამ მონაკვეთებზე ე.წ. საზღვარი ახალი სასწავლო წლის დაწყების გამო 6 სექტემბრამდე იკეტებოდა, თუმცა, ე.წ. გამშვები პუნქტები ამ დრომდე არ გახსნილა. ამის მიზეზად დე ფაქტო ხელისუფლება ასახელებს საქართველოს მთავრობის მიერ „საზღვართან“ ვითარების დაძაბვას და „ოპერატიული ვითარების გართულებას“, კერძოდ, აგვისტოს ბოლოს სოფელ ჩორჩანასთან ქართული პოლიციის საგუშაგოს განთავსებას. დე ფაქტო უშიშროების კომიტეტში აცხადებენ, რომ ე.წ. საზღვრის ეს მონაკვეთები „მდგომარეობის ნორმალიზების“ შემდეგ გაიხსნება.

საქართველოს მთავრობამ არაერთხელ განაცხადა, რომ სოფელ ჩორჩანასთან ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე საგუშაგოს გახსნა ერთადერთ მიზანს - ადგილზე უსაფრთხოების დაცვას ემსახურება.

დანარჩენ საქართველოსთან გზის დაკეტვის გამო ახალგორის ოკუპირებული რაიონის მცხოვრებთ შეზღუდული აქვთ წვდომა სამედიცინო მომსახურებასა და საქართველოს მოქალაქის პენსიაზე. ოკუპირებული რაიონში დანარჩენი საქართველოდან ვეღარ შეაქვთ პროდუქტები. ოჯახების ნაწილი ორადაა გაყოფილი, რადგან გზის დაკეტვამდე ზოგიერთი ახალგორელი ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე იმყოფებოდა და ოჯახში დაბრუნებას ვეღარ ახერხებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S