Accentnews.ge
"სამუშაო ადგილები ქვეყნისთვის უაღრესად დიდი გამოწვევაა "

"სამუშაო ადგილები ქვეყნისთვის უაღრესად დიდი გამოწვევაა "

30/12/2019 06:46:12 საშინაო პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, სამუშაო ადგილები უაღრესად დიდი გამოწვევაა ქვეყნისთვის.

როგორც პრემიერ-მინისტრმა წლის ბოლო მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, მთავრობამ ბიზნესთან მეტი უნდა იმუშავოს:

"ჩვენ არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ ჩვენი მთავრობის ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტი გახლავთ ეკონომიკის მიმართულებით სამუშაო ადგილები. სამუშაო ადგილები არის უაღრესად დიდი გამოწვევა ქვეყნისთვის. რა თქმა უნდა, ყველას კარგად გვესმის, რომ არ გვილხინს, თუმცა, უნდა ვიმუშაოთ მეტი კონცენტრირებულად. უნდა ვთქვათ, რომ ჩვენი ძირითადი პარტნიორი სამუშაო ადგილების შექმნაში გახლავთ ქართული ბიზნსი. ჩვენი მთავრობის ძირითადი ამოცანა გახლავთ ძლიერი ქართული ბიზნესი, ძლიერი ქართული კომპანიები, რომლებიც ქმნიან ახალ, დამატებით სამუშაო ადგილებს. სწორედ ამიტომ ჩვენ გავააქტიურეთ თანამშრომლობა ბიზნესთან. მოვხსენით ბევრი მიმდინარე პრობლემა, თუმცა, არსებობს კიდევ ბევრი სისტემური გამოწვევა, რომელსაც ერთობლივად უნდა ვუპასუხოთ“, - განაცხადა გახარიამ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S