
შსს: აქციის მონაწილეების მისამართით წყლის ჭავლი და ე.წ. წიწაკის სპრეი გამოვიყენეთ, კანონდარღვევის ნებისმიერ ქმედებებზე პოლიცია სამართლებრივ რეაგირებას მოახდენს
01/05/2024 18:20:47 სამართალი
პარლამენტის ეზოდან 9 აპრილის ქუჩაზე აქციის მონაწილეების მისამართით წყლის ჭავლი და ე.წ. წიწაკის სპრეი გაუშვეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, "კანონდარღვევის ნებისმიერ ქმედებებზე პოლიცია სამართლებრივ რეაგირებას მოახდენს".
"მას შემდეგ, რაც შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფებმა დატოვეს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია, აქციის მონაწილეების გახდნენ აგრესიულები და საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელი რკინის კარების დაზიანება სცადეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, მართლწესრიგის აღდგენის მიზნით, გამოიყენეს კანონით დადგენილი სპეციალური საშუალება, ე.წ. წიწაკის სპრეი და წყლის ჭავლი. მოვუწოდებთ აქციის თითოეულ მონაწილეს მშვიდად გამოხატონ პროტესტი, არ დაუშვან ძალადობრივი ქმედებები და დაემორჩილონ სამართალდამცველების კანონიერ მითითებას. კანონდარღვევის ნებისმიერ ქმედებებზე პოლიცია სამართლებრივ რეაგირებას მოახდენს", – ნათქვამია შსს–ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში..