
ნორვეგიის საგარეო უწყება: შეშფოთებული ვართ თბილისში მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ არაპროპორციული ძალის გამოყენების შესახებ ცნობებით
01/05/2024 18:42:08 ციტატა
"ღრმად შეშფოთებული ვართ თბილისში მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ არაპროპორციული ძალის გამოყენების შესახებ ცნობებით. მოვუწოდებთ ყველა მხარეს, თავი შეიკავონ ძალადობისგან და მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, დაიცვას მშვიდობიანი შეკრებისა და პროტესტის უფლება", - ამის შესახებ ნორვეგიის საგარეო სამინისტრო სოციალურ ქსელში წერს.