
ჩინეთში გზის ნაწილის ჩანგრევას სულ მცირე, 36 ადამიანი ემსხვერპლა
02/05/2024 04:47:14 მსოფლიო
ჩინეთში, გუნადუნის პროვინციაში გზის ნაწილის ჩანგრევას სულ მცირე, 36 ადამიანი ემსხვერპლა.
მედიის ინფორმაციით, დაშავდა სულ მცირე, 30 ადამიანი, რომლებიც კლინიკაში გადაიყვანეს.
წინასწარი ცნობებით, გზის 17-მეტრიანი მონაკვეთის ჩანგრევის მიზეზი ძლიერი წვიმები გახდა.
აპრილის შუა რიცხვებიდან მოყოლებული გუნადუნის პროვინციაში უხვმა ნალექებმა რეგიონის არაერთ ნაწილში წყალდიდობა და მეწყერი გამოიწვია.