Accentnews.ge
რუსეთმა ოდესაზე კვლავ მიიტანა იერიში, დაშავდა 14 ადამიანი

რუსეთმა ოდესაზე კვლავ მიიტანა იერიში, დაშავდა 14 ადამიანი

02/05/2024 05:19:42 მსოფლიო

რუსულმა ძალებმა უკრაინის ქალაქ ოდესაზე მორიგი სარაკეტო იერიში მიიტანეს.

კერძოდ, ოდესის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ოლეგ კიპერის „ნოვა ფოსტას“ საფოსტო განყოფილებაზე დარტყმის შედეგად დაშავებულია 14 ადამიანი.

„ოდესაზე რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, კერძოდ საფოსტო საწყობები. ხანძრის ჩაქრობა გრძელდება. მიმდებარე სახლებში ჩამტვრეულია მინები“, - განაცხადა კიპერმა.

მისი თქმით, სამართალდამცავები რუსების მიერ მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ მორიგ დანაშაულს აფიქსირებენ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S