
რუსეთის ხუთ რეგიონზე დრონებით შეტევის შესახებ იუწყებიან
02/05/2024 06:15:32 მსოფლიო
რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ღამით ბრიანსკის, კურსკის, ბელგოროდის, როსტოვის ოლქებსა და კრასნოდარის მხარის ტერიტორიებზე 12 უკრაინული დრონი გაანადგურეს, - იტყობინება რუსეთის თავდაცვის სამინისტრო.
„რუსული უწყების ცნობით, საჰაერო თავდაცვის მორიგე სისტემებმა ხუთი ბრიანსკის ოლქის ტერიტორიაზე ჩამოაგდეს, ერთი – კურსკის ოლქის ტერიტორიაზე, ერთი – ბელგოროდის ოლქის ტერიტორიაზე, ორი – როსტოვის ოლქის ტერიტორიაზე და სამი – კრასნოდარის მხარის ტერიტორიაზე. უწყება ზარალის შესახებ არ საუბრობს.
რეგიონების მეთაურების მონაცემებით, მსხვერპლი არ არის. კურსკის ოლქის გუბერნატორი წერს, რომ ერთ-ერთ სოფელში დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები და მოსახლეობას ელექტროდენი არ აქვს. დრონებით იერიშის შესახებ იტყობინებოდნენ ორიოლის და სმოლენსკის ოლქებიდან, მაგრამ იქ მათი ჩამოგდების შესახებ თავდაცვის სამინისტრო არაფერს წერს.
ორიოლის ოლქში მათი გაუვნებლების დროს დაზიანდა ენერგეტიკის ობიექტი, ხოლო სმოლენსკში, როგორც რეგიონული ხელმძღვანელი იტყობინება, იყო ენერგეტიკული ობიექტის დაზიანების მცდელობა. ამ ორივე რეგიონში დაზარალებულები არ არის.
ტელეგრამის არხის „ბაზას "მონაცემებით, კურსკის და ორიოლის ოლქებში დრონების სამიზნე იყო სარკინიგზო ინფრასტრუქტურა.
რუსული რეგიონები ხშირად ხდება დრონების სამიზნე მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და ახორციელებს სრულმასშტაბიან სამხედრო აგრესიას.