Accentnews.ge
თბილისის პოლიკლინიკები მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდნენ

თბილისის პოლიკლინიკები მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდნენ

30/12/2019 07:32:35 საზოგადოება

სეზონური გრიპის გავრცელებასთან დაკავშირებით თბილისში რიგი პოლიკლინიკები მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდნენ. კერძოდ, საოჯახო მედიცინის ეროვნული სასწავლო ცენტრი (წინამძღვრიშვილის ქ. 57 ), მედკაპიტალი-გლდანი ( ი. ვეკუას ქ. 18) და მედკაპიტალი-ვარკეთილი (მოსკოვის გამზ. კვ. 4, კორპ. 3) 09:00-დან 22:00 საათამდე იმუშავებენ. 18:00 საათიდან კი, კლინიკები მათთან არარეგისტრირებულ პაციენტებსაც მოემსახურებიან.

ამასთან, აღნიშნულ დაწესებულებებში პაციენტთა სატელეფონო კონსულტაცია 24 საათის განმავლობაში იწარმოებს.

ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ სხვა ამბულატორიების გახანგრძლივებულ გრაფიკზე გადასვლის გადაწყვეტილება ვირუსის გავრცელების მასშტაბების შესაბამისად იქნება მიღებული.

მანამდე სასწრაფო დახმარების ცენტრმა გაავრცელა მიმართვა მოსახლეობისადმი, გრიპის სიმპტომების აღმოჩენისთანავე პირველადი ჯანდაცვის რგოლს მიმართონ.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ამ ეტაპზე საქართველოში ძირითადად ცირკულირებს ორი ტიპის – A და B ტიპის გრიპის ვირუსები, თუმცა ჭარბობს B ტიპის ვირუსის შემთხვევები, რომელიც შედარებით მსუბუქი ფორმით მიმდინარეობს, ვიდრე A ტიპის ვირუსები (H1N1, H3N5).

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S