
გმირთა მოედანზე სავარაუდოდ, დემონსტრანტი დააკავეს
02/05/2024 16:58:42 საზოგადოება
გმირთა მოედანზე, სადაც დემონსტრანტებმა საავტომობილო გზის პარალიზება მოახდინეს, მინიმუმ ერთი მოქალაქე დააკავეს. ადგილზე აქტიურობდნენ ნიღბიანი პირები, სავარაუდოდ, კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლები.
დემონსტრანტები საუბრობენ ფიზიკურ ძალადობაზე.
„გოგონას წიხლი ჩაარტყეს მთელი ძალით, ევროკავშირის დროშა დახიეს, დააკავეს ბიჭი, რომელიც უბრალოდ გვერდში მედგა და გაათრიეს“,– ყვება დემონსტრანტი.
საპოლიციო ძალებმა ვარაზის ხევის გზა გახსნეს.
პარალელურად აქცია მიმდინარეობს პარლამენტის შენობასთან, სადაც გადაკეტილია რუსთაველის გამზირი. რუსთაველის გამზირიდან გმირთა მოედნისკენ დაიძრა მომიტინგეთა ნაწილი.