Accentnews.ge
გმირთა მოედანზე შეკრებილმა დემონსტრანტებმა მოთხოვნები გააჟღერეს

გმირთა მოედანზე შეკრებილმა დემონსტრანტებმა მოთხოვნები გააჟღერეს

02/05/2024 19:24:18 საზოგადოება

გმირთა მოედანზე შეკრებილმა დემონსტრანტებმა მოთხოვნები გააჟღერეს.

კერძოდ, მოითხოვეს ყველა დაკავებულის გათავისუფლება – ამ დრომდე ათობით დემონსტრანტია დაკავებული ადმინისტრაციული მუხლით.

ამასთან, მათ მოითხოვეს მომიტინგეებზე, მათ შორის, ბავშვებსა და ქალებზე მოძალადეების დასჯას – სამართალდამცველთა მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ეპიზოდებზე გამოძიების დაწყების შესახებ სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა განაცხადა, თუმცა ჯერ შედეგების შესახებ არაფერია ცნობილი. მიმდინარე აქციების დარბევის პარალელურად დაფიქსირდა მომიტინგეთა ცემის არაერთი ფაქტი.

ამასთან, მათი წინადადებაა, ტოტალური დაუმორჩილებლობა გამოცხადდეს, ვიდრე არ გაიწვევენ "აგენტების კანონს".

ამ დროისთვის დემონსტრანტები რჩებიან გმირთა მოედანზე, სანაპიროზე და რუსთაველზე.

გარდა ამისა, მომიტინგეტა ნაწილი მსვლელობით თბილისის მერიასთან მივიდა. დემონსტრანტების თქმით, მათი გზავნილია, რომ მერმა „ზრდილობა ისწავლოს“. მანამდე მერმა სირტვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ჟურნალისტს.

ამ დროისთვის ჟიული შარტავას ქუჩაზე, სადაც მერიის შენობა მდებარეობს, ავტომობილების მოძრაობა შეზღუდულია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S