
თურქეთი ისრაელთან ვაჭრობას აჩერებს
03/05/2024 05:23:54 მსოფლიო
თურქეთმა ისრაელთან ყოველგვარი ვაჭრობა შეაჩერა და ამის მიზეზად მისი შეტევის გამო ღაზას სექტორში გამწვავებული ჰუმანიტარული ტრაგედია დაასახელა.
თურქეთის ვაჭრობის სამინისტრომ განაცხადა, რომ ვაჭრობის შეჩერება მოიცავს ყველა პროდუქტს და ზომები ძალაში დარჩება მანამ, სანამ ისრაელი არ დაუშვებს ღაზაში დახმარების "უწყვეტი და საკმარისი ნაკადის" გატარებას.
თურქეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებას ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი ისრაელ კაცი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი დიქტატორის მსგავსად იქცევა.
"ერდოღანი უგულებელყოფს თურქი ხალხის და ბიზნესმენების ინტერესებსა და საერთაშორისო სავაჭრო შეთანხმებებს", – აღნიშნა მან.
ცნობისთვის: შარშან, ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვამ თითქმის 7 მილიარდი დოლარი შეადგინა.