რუსეთში სახელმწიფო უწყებებს იმპორტირებული ღვინის შეძენა აეკრძალებათ
28/05/2019 19:19:36 სხვა, მსოფლიო
რუსეთში სახელმწიფო უწყებებს იმპორტირებული ღვინის შეძენა აეკრძალებათ. შესაბამის განარგულება ქვეყნის  პრემიერ-მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა გამოსცა. 
განკარგულების თანახმად, სახელმწიფო უწყებები უცხოეთში წარმოებული ღვინის შეძენას 1 ივლისიდან ვეღარ შეძლებენ. შეზღუდვა ყველა სახის ღვინის პროდუქციაზე დაწესდა
აკრძალვის მიზეზად რუსეთის მთავრობის მეთაური ადგილობრივი მევენახეობა-მეღვინეობის განვითარებას ასახელებს.


