
სვანეთში, მდინარე ნაკრაში მაშველები სამ ახალგაზრდას ეძებენ
03/05/2024 09:15:36 საზოგადოება
სვანეთში, მდინარე ნაკრაში მაშველები სამ ახალგაზრდას ეძებენ.
არსებული ინფორმაციით, ავტომობილი, სადაც ახალგაზრდები იმყოფებოდნენ მდინარეში გადავარდა.
შემთხვევა გუშინ მოხდა.
მომხდართან დაკავშირებით დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.