Accentnews.ge
შსს-ს ყოფილი თანამშრომელი: მივმართავ მეგობრებს, ამოიღეთ ხმა ადამიანის უფლებების დარღვევებზე, ყველას ვერ გაგიშვებენ

შსს-ს ყოფილი თანამშრომელი: მივმართავ მეგობრებს, ამოიღეთ ხმა ადამიანის უფლებების დარღვევებზე, ყველას ვერ გაგიშვებენ

03/05/2024 09:57:02 საზოგადოება

შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დეპარტამენტის რეგიონული სამმართველოს ყოფილი უფროსი გოგა რაზმაძე, სოციალურ ქსელში "პოსტს" აქვეყნებს და წერს, რომ გასულ წელს სწორედ "აგნეტების კანონის" საჯაროდ გაპროტესტება არ აპატია სისტემამ.

იგი ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტში დარჩენილ მეგობრებს მიმართავს, რომ "ხმა ამოიღონ ადამიანის უფლებების დარღვევებზე".

"შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტი, რეორგანიზაციის შემდეგ, პრაქტიკულად გამოძიების ხარისხის კონტროლის ფუნქციის გარეშე დატოვეს. დეპარტამენტს შეუცვალეს სახელი. გააუქმეს გამოძიების ხარისხის მონიტორინგის თბილისისა და რეგიონული სამმართველოები (მათ შორის, ჩემიც). ახალი დებულების თანახმად, მინისტრი ან მინისტრის მოადგილე საკუთარი სურვილისამებრ გადაწყვეტს, რა კატეგორიის დანაშაულს დამონიტორინგებს დეპარტამენტი.

2023 წლის 12 ივლისს გამოქვეყნებულ პოსტში, სწორედ ამ საკითხებზე ვისაუბრე. აღნიშნული რეორგანიზაცია დაამთხვიეს რუსული კანონის მიღებას. წინა წელს სწორედ ამ კანონის საჯაროდ გაპროტესტება არ მაპატია სისტემამ.

მივმართავ დეპარტამენტში დარჩენილ ჩემს მეგობრებს - ამოიღეთ ხმა, ადამიანის უფლებების დარღვევებზე, რეაგირება თქვენი კანონისმიერი ვალდებულებაა. ყველას ვერ გაგიშვებენ, თუმცა ცალ-ცალკე აუცილებლად მოგერევიან, რომელმაც პრაქტიკულად უფუნქციოდ დაგტოვათ. არც გკითხეს ისე გადაგანაწილეს სხვადასხვა სამმართველოებში (ამაზე დიდი შეურაცხყოფა რა უნდა იყოს). საკუთარი აზრი დააფიქსირეთ რუსულ კანონთან დაკავშირებით. ესეც თქვენი ვალდებულებაა. ჩემთვისაც ეს სამსახური (სადაც 12 წელი ვმუშაობდი) ჩემი შვილების რჩენის ერთადერთი წყარო იყო. თუმცა, ღირსებაზე მაღლა არაფერი დგას. თქვენ გაქვთ ერთადერთი და ვფიქრობ, ბოლო შანსი ღიად დააფიქსიროთ საკუთარი აზრი.

მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე, რომელიც ბოლო დღეებში ძალადობის გამპრავებელ სპიკერად გვევლინლება, არის ამ ყველაფრის შემოქმედი. არა რუსულ კანონს", - წერს რაზმაძე სოციალურ ქსელში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S