
თბილისში, სასტუმრო პარაგრაფთან, სადაც საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს, აქცია იმართება
03/05/2024 15:04:28 საზოგადოება
თბილისში, თავისუფლების მოედანზე, სასტუმრო პარაგრაფთან, სადაც საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს, "აგენტების კანონის" საწინააღმდეგო აქცია იმართება.
"მნიშვნელოვანია იცოდნენ, რა მოვლენები ვითარდება საქართველოში", - ამბობს ერთ-ერთი აქტივისტი, მარიამ გეგუჩაძე.
ღონისძიების ორგანიზატორები არიან "სირცხვილია", "ჯიუტი" და "ტალღა".
შეკრების მონაწილეები აცხადებენ, რომ 9 საათიდან გადაინაცვლებენ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც "აგენტების კანონის" წინააღმდეგ მორიგ საპროტესტო აქციას შეუერთდებიან.
ადგილზე ამ დროისთვის მობილიზებულები არიან სამართალდამცველები.