
პრეზიდენტი: არა მგონია, რომ კომპრომისის შესაძლებლობა არსებობს, ვინაიდან კომპრომისი კანონის გაწვევა იყო, ეს ერთხელ მოხდა და ხელახლა წარადგინეს
03/05/2024 15:16:18 ციტატა
“არა მგონია, რომ ის [შესაძლო კომპრომისი] არსებობს, ვინაიდან კომპრომისი კანონის გაწვევა იყო. ეს ერთხელ მოხდა და მათ კვლავ წარადგინეს ის. გარდა ამისა, სხვა რამდენიმე კანონი მიიღეს, მათ შორის ისეთი, რომელიც საქართველოს ოფშორად ხდის რუსი ოლიგარქებისთვის, რომლებიც დასანქცირებულები არიან. ასე რომ, ეს ყველაფერი უკიდურესად სანერვიულოა და ვფიქრობ, რომ ჩვენმა ევროპელმა პარტნიორებმა სწორად უნდა შეაფასონ ის, რაც აქ ხდება, და დაინახონ, რომ დღეიდან არჩევნებამდე ძალიან სახიფათო გზაა, ძალიან სენსიტიური გზაა არჩევნებამდე, სადაც ქართველ ხალხს შეეძლება თქვას ის, რისი თქმაც სურს. ყურადღება გვჭირდება ჩვენი ევროპელი პარტნიორებისგან", – ასე უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა Deutsche Welle-ს ჟურნალისტის კითხვას, "მიაჩნია თუ არა მას, რომ არსებობს შესაძლო კომპრომისის შესაძლებლობა, რომელიც დააკმაყოფილებდა დემონსტრანტებს, ისევე როგორც მმართველ პარტიას".