Accentnews.ge
თბილისში, სასტუმრო პარაგრაფთან მიმდინარე აქცია იმართება ერთი პირი დააკავეს

თბილისში, სასტუმრო პარაგრაფთან მიმდინარე აქცია იმართება ერთი პირი დააკავეს

03/05/2024 16:30:25 სამართალი

თბილისში, სასტუმრო პარაგრაფთან მიმდინარე აქციაზე ერთი პირი დააკავეს. ამის შესახებ საპატრულო პოლიციის უფროსი ვაჟა სირაძემ განაცხადა.

მისი თქმით, დაკავებამდე ამ პირმა პოლიციას შეაგინა, რაც მისი დაკავების საფუძველი გახდა.

ჟურნალისტებმა მას ჰკითხეს, ჰქონდათ თუ არა ჩართული სამხრე კამერები სამართალდამცველებს, რაც საპატრულო პოლიციის უფროსის ნათქვამს დაადსტურებდა, ვაჟა სირაძემ აღნიშნა, რომ სამართალდამცველებს სამხრე კამერები აქვთ ხოლმე ჩართული.

მან კვლავ გააგრძელა იმის მტიკიცება, რომ პირმა პოლიციას დაკავებამდე სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

კითხვაზე, რაზე დაყრდნობით ამბობს ამას, ამის მტკიცებად სირაძემ იმ პოლიციელების ნათქვამი დაასახელა, რომლებმაც დაკავება განახორციელეს:

"უშუალოდ დამკავებელი პოლიციელი ამბობს, რომ შეაგინა".

ჟურნალსტის კითხვაზე, "პოლიციელს სიტყვაზე უნდა ენდოთ?".

სირაძემ შემდეგი განაცხადა: "რა თქმა უნდა".

თბილისში, თავისუფლების მოედანზე, სასტუმრო პარაგრაფთან, სადაც საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს, "აგენტების კანონის" საწინააღმდეგო აქცია იმართება.

"მნიშვნელოვანია იცოდნენ, რა მოვლენები ვითარდება საქართველოში", - ამბობს ერთ-ერთი აქტივისტი, მარიამ გეგუჩაძე.

ღონისძიების ორგანიზატორები არიან "სირცხვილია", "ჯიუტი" და "ტალღა".

შეკრების მონაწილეები აცხადებენ, რომ 9 საათიდან გადაინაცვლებენ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც "აგენტების კანონის" წინააღმდეგ მორიგ საპროტესტო აქციას შეუერთდებიან.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S