
აქციის მონაწილეები ხვალინდელ შეკრებას აანონსებენ: "აღდგომას შევხვდეთ ქაშვეთთან"
03/05/2024 19:26:10 საზოგადოება
"აღდგომას შევხვდეთ ქაშვეთთან", - აქციის მონაწილეები ხვალინდელ შეკრებას აანონსებენ.
ისინი ამბობენ, რომ 4 მაისს ეკლესიის ეზოში 23:00 საათიდან შეიკრიბებიან და აღდგომას სწორედ რუსთაველის გამზირზე შეხვდებიან.
დღევანდელი აქციის დასასრულს აქციის მონაწილეებმა ქაშვეთის წინ სანთლები აანთეს.
ამ დროისთვის დემონსტრანტების ნაწილი რუსთაველის გამზირზე რჩება.