Accentnews.ge
ბრაზილიაში წყალდიდობას, სულ მცირე, 78 ადამიანი ემსხვერპლა

ბრაზილიაში წყალდიდობას, სულ მცირე, 78 ადამიანი ემსხვერპლა

06/05/2024 09:04:59 მსოფლიო

ბრაზილიაში წყალდიდობის შედეგად, სულ მცირე, 78 ადამიანი დაიღუპა.

ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Reuters ავრცელებს. განხორციელდა 115 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია.

გამოცემის ცნობით, ქვეყნის სამხრეთით მდებარე რიო გრანდე დუ სოლის რეგიონში მოსახლეობა საკვებისა და წყლის გარეშეა დარჩენილი.

წყალდიდობის გამო რეგიონებში საავტომობილო გზები და ხიდები განადგურდა. ამ დრომდე 100-ზე მეტი ადამიანი დაკარგულად ითვლება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S