Accentnews.ge
ახალგაზრდებმა გმირთა მემორიალთან ქვეყნის ერთიანობისთვის დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს

ახალგაზრდებმა გმირთა მემორიალთან ქვეყნის ერთიანობისთვის დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს

06/05/2024 17:46:07 საზოგადოება

ახალგაზრდებმა გმირთა მემორიალთან ქვეყნის ერთიანობისთვის დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს. შეკრების ინიციატორი "თავისუფალი საზოგადოებაა".

ახალგაზრდებმა გმირთა მოედანზე შეკრება 20:00 საათიდან დაიწყეს. მათ ტერიტორია ყვავილებით შეამკეს.

აქტივისტების თქმით, ხვალიდან კვლავ გაგრძელდება "აგენტების კანონის" საწინააღმდეგო აქციები. მათი თქმით, პროტესტი არ შეწყდება მანამ, ვიდრე "ქართული ოცნება" კანონპროექტს არ გაიწვევს.

"ველოდებით ხალხს, რათა პატივი მიაგონ გმირთა მემორიალზე და ხვალიდან დაიწყება უწყვეტი აქციები. იქნება იქამდე, სანამ არ გაიწვევენ რუსულ კანონს", - ამბობს აქტივისტი დათუნა დანელია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S