Accentnews.ge
საფრანგეთისა და ევროკომისიის პრეზიდენტებმა ჩინეთის ლიდერს მოუწოდეს, გამოიყენოს მოსკოვზე მისი გავლენა უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომის დასასრულებლად

საფრანგეთისა და ევროკომისიის პრეზიდენტებმა ჩინეთის ლიდერს მოუწოდეს, გამოიყენოს მოსკოვზე მისი გავლენა უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომის დასასრულებლად

06/05/2024 18:55:15 მსოფლიო

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა და ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ჩინეთის ლიდერ სი ძინპინს განუცხადეს, რომ სურთ მოსკოვზე მისი გავლენა უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომის დასასრულებლად გამოიყენოს.

"იმედი გვაქვს, ჩინეთი რუსეთზე მის მთელ გავლენას გამოიყენებს, რათა დასრულდეს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის ომი", - განუცხადა მან ჟურნალისტებს.

როგორც მან აღნიშნა, ევროკავშირი უკრაინის მხარდაჭერას მტკიცედ განაგრძობს.

მაკრონის თქმით, უკრაინის საკითხზე ჩინეთთან კოორდინაცია "აბსოლუტურად გადამწყვეტია".

ემანუელ მაკრონი სი ძინპინს მასპინძლობს. ეს ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ჩინეთის პრეზიდენტის პირველი ვიზიტია ევროპაში. ემანუელ მაკრონმა პარიზში მოლაპარაკება გამართა სი ძინპინთან და ურსულა ფონ დერ ლაიენთან.

აღსანიშნავია, რომ ჩინეთმა ბოლო წლებში რუსეთთან სავაჭრო და სამხედრო კავშირები გააღრმავა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S