Accentnews.ge
თელავი "აგენტების კანონის" წინააღმდეგ აქცია დაანონსდა

თელავი "აგენტების კანონის" წინააღმდეგ აქცია დაანონსდა

07/05/2024 06:34:29 რეგიონები, საზოგადოება

"არა რუსულ კანონს!" - ამ სლოგანით 7 მაისს, 18:00 საათზე თელავში, მეფე ერეკლეს ძეგლთან აქცია გაიმართება. ამის შესახებ Free movement, "არა რუსულ კანონს" და "ყვარლის ევროკლუბი" სოციალურ ქსელში იტყობინებიან.

"არა რუსულ კანონს! - აქცია თელავში. სამშაბათს, 7 მაისს, 18:00 საათზე ვიკრიბებით ერეკლე მეორის ძეგლთან, რათა გამოვხატოთ ჩვენი პროტესტი და ვაჩვენოთ "ქართულ ოცნებას", რომ არ მივცემთ საქართველოს ევროპული კურსის ცვილების უფლებას!

დავდგეთ ერთად, შევუერთდეთ ქვეყანაში მიმდინარე ურყევ პროტესტს და ვიბრძოლოთ უკეთესი მომავლისთვის! გელოდებით!

მათ, ვისაც აქციაზე დასწრების სურვილი გაქვთ და ტრანსპორტირების პრობლემა გაქვთ, გთხოვთ დაგვიკავშირდით," - წერია ინფორმაციაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S