Accentnews.ge
2019 წელს რუსეთიდან ვიზიტორთა რაოდენობა 4.7 %–ით, ევროკავშირიდან კი 25.7 %–ით გაიზარდა

2019 წელს რუსეთიდან ვიზიტორთა რაოდენობა 4.7 %–ით, ევროკავშირიდან კი 25.7 %–ით გაიზარდა

30/12/2019 10:23:20 ეკონომიკა

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, რუსეთიდან ვიზიტორთა რაოდენობა წელს 4.7 %–ით, ევროკავშირიდან კი 25.7%–ით გაიზარდა

საქართველოში წელს ყველაზე მეტი საერთაშორისო ვიზიტი აზერბაიჯანიდან განხორციელდა (1 509 662, +7.1 %), მეორე ადგილზე რუსეთია (1 463 040, +4.7 %), მესამეზე სომხეთი (1 349 279, +7.5 %).

2019 წელს ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოში 482 418 საერთაშორისო ვიზიტი შედგა, ზრდა 2018 წელთან შედარებით +25.7 %–ია.

განსაკუთრებული ზრდით გამოირჩეოდა: პოლონეთი +31.7 %, იტალია +22.4 %, გერმანია +38.2 %, საფრანგეთი +28.3 %, გაერთიანებული სამეფო +27.4 %.

2019 წელს შემოსავლები ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან 450 590 224 აშშ დოლარს შეადგენს, ზრდა 2018 წელთან შედარებით +19.5 %–ია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S