
"ბაზა": სასაზღვრო რაიონებში ეძებენ რუს ჯარისკაცს, რომელმაც ექვსი კოლეგა დაცხრილა
07/05/2024 06:44:24 მსოფლიო
უკრაინის მოსაზღვრე რუსულ რაიონებში ეძებენ სამხედროს, რომელმაც დონეცკის რეგიონის ოკუპირებულ ნაწილში ექვს კოლეგას ესროლა, – წერს "ბაზა" წყაროზე დაყრდნობით.
ძებნილი უმცროსი სერჟანტი, 57 წლისა იური გალუშკოა. როგორც იუწყებიან, მან ცეცხლი ჰაუბიცის საარტილერიო ბატალიონის ბაზრირების ადგილზე გახსნა, შემდეგ კი მიიმალა. ვარაუდობენ, რომ სამხედრო მოსამსახურეს შესაძლოა ჰქონდეს აკ-12 ავტომატი, რომელიც აღჭურვილია მაყუჩებით, ასევე მისთვის განკუთვნილი საბრძოლო მასალა.
წინასწარი ინფორმაციით, ის წელს ერთ-ერთი გამოსასწორებელი კოლონიიდან გადაიბირეს.
როგორც წყარომ პორტალ 161.ru-სთან ინტერვიუში განაცხადა, იური გ. წარმოშობით უკრაინის ხარკოვის ოლქიდანაა, მაგრამ დიდი ხნის განმავლობაში ცხოვრობდა რუსეთის ფედერაციაში, ბელგოროდის ოლქში მეუღლესთან და შვილთან ერთად და აქვს რუსეთის მოქალაქეობა.
როგორც 166.ru იუწყება, მამაკაცს მოსაძებნად, მათ შორის, ბელგოროდის, ვორონეჟისა და როსტოვის რაიონებიდან პოლიციის ძალებია გაგზავნილი.