Accentnews.ge
IDF აცხადებს, რომ  კონტროლი დაამყარა რაფაჰის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე ღაზას მხარეს

IDF აცხადებს, რომ  კონტროლი დაამყარა რაფაჰის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე ღაზას მხარეს

07/05/2024 07:04:16 მსოფლიო

ისრაელის თავდაცვის ძალებში განაცხადეს, რომ კონტროლი დაამყარეს რაფაჰის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე, ღაზას მხარეს. ეს არის ერთადერთი გადასასვლელი ღაზას სექტორსა და ეგვიპტეს შორის და გადამწყვეტი მნიშვნელობის პუქნტი ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებისთვის ალყაში მოქცეულ ანკლავში.

"ჩვენ გვაქვს ოპერატიული კონტროლი ტერიტორიასა და გადასასვლელზე",- თქვა ისრაელის სამხედრო ოფიციალურმა წარმომადგენელმა და დასძინა, რომ სამხედრო ოპერაციები ამ ნაწილში გრძელდება.

ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ პუნქტზე ისრაელის დროშებია აღმართული, პალესტინის მხარეს. პალესტინელმა ოფოციალურმა პირმა CNN-ს განუცხადა, რომ ყველა მოძრაობა გადასასვლელზე შეჩერდა მას შემდეგ, რაც ისრაელი ტანკებით შევიდა ობიექტის ტერიტორიაზე.

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, რაფაჰის სასაზღვრო გამშვები პუნქტზე კონტროლის დაწესება მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც მიიღეს ინფორმაცია, რომ აღმოსავლეთ რაფაჰში სასაზღვრო გამშვებ პუნქტს ტერორისტული მიზნებისთვის იყენებდნენ.

„სადაზვერვო ინფორმაციის შემდეგ, რომელიც მიუთითებდა, რომ რაფაჰის გადასასვლელი აღმოსავლეთ რაფაჰში ტერორისტული მიზნებისთვის გამოიყენებოდა, ისრაელის თავდაცვის ძალების ჯარებმა სასაზღვრო გამშვებ პუნქტის ღაზის მხარეს ოპერატიული კონტროლის დამყარება მოახერხეს“, - აღნიშნულია ისრაელის არმიის განცხადებაში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S