
მაშველებმა მდინარე ნაკრაში დაკარგული მეორე მოზარდის ცხედარი იპოვეს
07/05/2024 07:31:52 საზოგადოება
მაშველებმა მდინარე ნაკრაში დაკარგული მეორე მოზარდის ცხედარი იპოვეს.
მანამდე, 5 მაისს იპოვეს კიდევ ერთი მოზარდის ცხედარი.
ძებნა-შველის ოპერაცია გრძელდება.
2 მაისს მესტიის სოფელ ნაკრაში სამი ახალგაზრდა მდინარეში ავტომობილით გადავარდა. შემთხვევა მდინარე ნაკრასა და ენგურის შესართავთან მოხდა. არსებული ინფორმაციით, მანქანაში ისხდნენ ორი მე-12 კლასელი და ერთი 14 წლის მოზარდი.