Accentnews.ge
მედია: რუსეთი ყირიმის ხიდს აღარ იყენებს სამხედრო ტვირთის ტრანსპორტირებისთვის

მედია: რუსეთი ყირიმის ხიდს აღარ იყენებს სამხედრო ტვირთის ტრანსპორტირებისთვის

07/05/2024 09:08:46 მსოფლიო

რუსეთი ყირიმის ხიდს აღარ იყენებს თავისი სამხედრო ძალების მომარაგებისთვის. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Independent წერს სააგენტო Molfar-ისგან მიღებულ მონაცემებზე დაყრდნობით. ანალიზისთვის გამოყენებული იყო კომპანია Maxar-ის თანამგზავრული ფოტოებიც.

ამ მონაცემების მიხედვით, ბოლო სამ თვეში ყირიმის ხიდზე არ გაუვლია სამხედრო ტექნიკით დატვირთულ არც ერთ მატარებელს. ხიდით მხოლოდ 29 თებერვალს ისარგებლა საწვავით დატვირთულმა 55-ვაგონიანმა მატარებელმა.

ომის დაწყების შემდეგ, უკრაინის თავდაცვის ძალებმა ყირიმის, იგივე ქერჩის ხიდზე იერიში არაერთხელ მიიტანეს. მათგან ყველაზე ძლიერი იყო 2022 წლის ოქტომბერსა და 2023 წლის ივლისში მომხდარი აფეთქებები, რომლებმაც ხიდი მნიშვნელოვნად დააზიანა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S