Accentnews.ge
პოლონეთის მთავრობის სხდომათა დარბაზში მოსასმენი მოწყობილობები იპოვეს

პოლონეთის მთავრობის სხდომათა დარბაზში მოსასმენი მოწყობილობები იპოვეს

07/05/2024 09:55:30 მსოფლიო

პოლონეთის სპეცსამსახურების სპიკერის იაცეკ დობჟინსკის ცნობით, მოსასმენი მოწყობილობები იპოვეს ოთახში, რომელშიც მინისტრთა საბჭოს შეხვედრა უნდა გამართულიყო. წერს "როიტერი".

"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა შინაგანი უშიშროების სააგენტოსთან თანამშრომლობით აღმოაჩინა და დაშალა მოწყობილობები, რომლებიც შეიძლება იმ ოთახის ფარულად მოსმენისთვის ყოფილიყო გამოყენებული, რომელშიც დღეს, კატოვიცეში მინისტრთა საბჭოს შეხვედრა უნდა გამართულიყო". - დაწერა დობჟინსკიმ X-ზე.

დამატებით დეტალებზე დობჟინსკის კომენტარი არ გაუკეთებია.

მისი თქმით, შეხვედრა გეგმის მიხედვით, ადგილობრივი დროით 12 საათზე ჩატარდება.

მინისტრები შეხვედრაზე ენერგოპოლიტიკაზე, მათ შორის მოწყვლადი ოჯახებისთვის ელექტროენერგიის მაღალი ფასების შედეგების შემსუბუქებაზე, გეგმავდნენ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S