Accentnews.ge
იუსოვი: რუსული ძალები აკეთებენ დასკვნებს, მაგრამ უკრაინის სპეცსამსახურებუ ახალ მეთოდებს იყენებენ

იუსოვი: რუსული ძალები აკეთებენ დასკვნებს, მაგრამ უკრაინის სპეცსამსახურებუ ახალ მეთოდებს იყენებენ

07/05/2024 10:22:37 მსოფლიო

უკრაინის დაზვერვა აცხადებს, რომ ანექსირებულ ყირიმში რუსული გემების გასანადგურებლად მუდმივად გამოიყენება ახალი მეთოდები. ამის შესახებ მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენელმა ანდრეი იუსოვმა რუსული ჩქაროსნული საპატრულო კატერის განეიტრალების ფაქტის კომენტირებისას განაცხადა.

„ისინი აკეთებენ დასკვნებს და ცდილობენ, ცდილობენ გაითვალისწინონ. მაგრამ საბოლოოდ, "მაგურის" (საზღვაო დრონი) ოპერატორებიც და დაზვერვის სპეცრაზმი ყოველ ჯერზე არ იმეორებენ თავს.

ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ცდილობენ გემების დამალვას, გადატანას, ახალი დაბრკოლებების აშენებას, არის ახალი და ახალი გზები იმის საჩვენებლად, რომ დაზვერვა და "მაგურა" ძალიან ეფექტურად მუშაობს“, - განაცხადა იუსოვმა.

ერთი დღით ადრე, დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განაცხადა, რომ მათმა ჯგუფმა 13-მა, Magura V5 საზღვაო დამრტყმელი დრონის გამოყენებით, გაანადგურა რუსული Project 12150 Mongoose ჩქაროსნული საპატრულო კატერი ყირიმში.

დაზვერვის მონაცემებით, ამ კლასის ნავებს რუსული ფლოტი და სპეცსამსახურები იყენებენ პატრულირებისთვის, დივერსანტებთან საბრძოლველად, ასევე სამძებრო-სამაშველო ოპერაციებისთვის. რუსეთის თავდაცვის სამინისტროში ამ განცხადებაზე კომენტარს არ აკეთებენ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S