
"ფორმულა": შვედეთის საელჩოსთან უცხო პირი გიორგი კლდიაშვილსა და ტელეარხის გადამღებ ჯგუფს თავს დაესხა
07/05/2024 12:43:09 საზოგადოება
ტელეკომპანია "ფორმულას" ცნობით, შვედეთის საელჩოსთან ტელეარხის გადამღებ ჯგუფსა და IDFI-ის დირექტორ გიორგი კლდიაშვილს თავს დაესხნენ.
"შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც კლდიაშვილი მედიასთან კომენტარს აკეთებდა. უცნობმა პირმა კლდიაშვილს და "ფორმულას" მძღოლს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
თავდამსხმელი მანქანით იმყოფებოდა და მას ხელში მინის ბოთლი ეჭირა. იგი ჟურნალისტებს შეურაცხყოფას აყენებდა", – იუწყება ტელეარხი.