
"აგენტების კანონის" მოწინააღმდეგე მოქალაქეები მათთან უცხო ნომრებიდან განხორციელებული სატელეფონო ზარებისას სიტყვიერი შეურაცხყოფისა და მუქარის თაობაზე იუწყებიან
07/05/2024 13:25:29 საზოგადოება
სოციალურ ქსელში მომხმარებლების ნაწილი წერს, რომ მათ უცხო ნომრებიდან დაურეკეს და კითხეს, რას ფიქრობდნენ "აგენტების კანონის" შესახებ. მომხმარებლების ინფორმაციით, კანონის კრიტიკის გამო მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და ფიზიკური ანგარიშსწორებითაც დაემუქრნენ.
"უკრაინული ნომრიდან დამირეკეს, საცხოვრებელი მისამართი დამისახელეს და მითხრეს, რო ისე ჩამ**ზდავენ, ვერც გავიგებ. როგორც ჩანს, სხვებსაც ურეკავენ. საქართველო ლამაზო", - წერს "აპრილის" ჟურნალისტი გიორგი ბასხაჯაური.
უცხო ნომრებიდან შემოსული ზარების შესახებ წერენ მოქალაქეები, მათ შორის დავით ბრაგვაძე, მარიამ გეგუჩაძე და ნათია კუპრაშვილი.