Accentnews.ge
საფრანგეთმა რუსეთი დაშინების მცდელობაში დაადანაშაულა ელჩის გამოძახების შემდეგ

საფრანგეთმა რუსეთი დაშინების მცდელობაში დაადანაშაულა ელჩის გამოძახების შემდეგ

07/05/2024 14:56:59 მსოფლიო

საფრანგეთმა დაგმო რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში მისი ელჩის გამოძახება და განაცხადა, რომ მოსკოვი დიპლომატიური არხებით „დაშინების ტაქტიკას“ იყენებს. ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი. ერთი დღით ადრე რუსეთის საგარეოში მოსკოვში საფრანგეთის ელჩი დაიბარეს, რათა დაგმოთ პარიზის „პროვოკაციული“ პოლიტიკა. მოსკოვის რეაქცია მოჰყვა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის განცხადებებს, რომელმაც ცოტა ხნის წინ განაახლა დისკუსია უკრაინაში დასავლეთის ჯარების გაგზავნის შესაძლებლობის შესახებ.

„საფრანგეთი აღნიშნავს, რომ დიპლომატიური არხები კიდევ ერთხელ იქნა გამოყენებული ინფორმაციის მანიპულაციისა და დაშინების მიზნით“, - ნათქვამია საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

როგორც საფრანგეთის საგარეო უწყებაში აღნიშნეს, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ მიმართავს პასუხისმგებლობის სხვებზე გადატანის მცდელობას და ცდილობს, დაადანაშაულოს დასავლეთის ქვეყნები რუსეთის წინააღმდეგ მუქარაში, რეალურად კი რუსეთის ფედერაციამ თავად წამოიწყო აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ და აგრძელებს აგრესიულ ქმედებებს, ევროპის ქვეყნების დესტაბილიზაციას, კერძოდ, კიბერშეტევებითა და ჰიბრიდული ქმედებებით.

„საფრანგეთი გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას გრძელვადიან პერსპექტივაში, რადგან ის იცავს საკუტარ სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას რუსული აგრესიისგან“, - ხაზგასმით აღნიშნა საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S