Accentnews.ge
"კი ევროპას! არა რუსულ კანონს!" – საპროტესო მსვლელობები საქართველოს რამდენიმე ქალაქში გაიმართა

"კი ევროპას! არა რუსულ კანონს!" – საპროტესო მსვლელობები საქართველოს რამდენიმე ქალაქში გაიმართა

07/05/2024 16:15:11 საზოგადოება

კი ევროპას! არა რუსულ კანონს!– ამ სლოგანით აქცია თბილისის გარდა კვლავ გაიმართა საქართველოს სხვა ქალაქებში.

კერძოდ, ქუთაისში "აგენტების კანონის" წინააღმდეგ ახალგაზრდები ქუთაისის მთავარ მოედანზე შეიკრიბნენ, რის შემდეგაც, მსვლელობით ჯერ "ქართული ოცნების" ოფისთან, შემდეგ კი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსკენ გაემართნენ. აქციის მონაწილეები ხელისუფლებას კვლავ სადავო კანონპროექტის უკან გაწვევისა და ევროპულ გზაზე დაბრუნებისკენ მოუწოდებენ.

"აგენტების კანონის" წინააღმდეგ მოქალაქეები თელავში ერეკლე მეფეს ძეგლთან შეიკრიბნენ. მათი თქმით, თელავში, ბოლო წლების განმავლობაში, ევროკავშირის დაფინანსებით არაერთი პროექტი განხორციელდა და აუცილებელია, რომ ეს პროექტები გაგრძელდეს.

საპროტესტო მსვლელობა გაიმართა ფოშიც, "ფაზისი არასდროს იქნება რუსული!" "არა რუსეთს".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S