Accentnews.ge
რუსეთმა უკრაინის ენერგოობიექტებზე მორიგი მასირებული შეტევა განახორციელა

რუსეთმა უკრაინის ენერგოობიექტებზე მორიგი მასირებული შეტევა განახორციელა

08/05/2024 05:44:41 მსოფლიო

რუსეთმა უკრაინის ენერგოობიექტებზე მორიგი მასირებული შეტევა განახორციელა. უკრაინის მთელ ტერიტორიაზე 8 მაისს, შუაღამის შემდეგ გამოცხადებული საჰაერო განგაში დილის 6 საათამდე გაგრძელდა.

უკრაინის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ დილით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა რაკეტებით და დრონებით დაარტყეს ელექტროენერგიის გენერაციის და გადამცემ ობიექტებს პოლტავის, კიროვოგრადის, ზაპოროჟიეს, ლვოვის, ივანო-ფრანკოვსკის და ვინიცის ოლქებში. სამინისტროს ცნობით, ზარალის აღწერასთან ერთად მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები.

უკრაინის კიროვოგრადის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, რუსეთის სარაკეტო შეტევის შედეგად დაზიანებულია ენერგოობიექტი და 13 სახლი. დაშავდა ერთი ბავშვი. კიევის ოლქის ქალაქ ბროვარის მერიის ინფორმაციით, სარაკეტო დარტყმის შედეგად დაზიანებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტი. დაიჭრა ორი ადამიანი.

უკრაინის ენერგეტიკის სამინისტრო მოქალაქეებს მოუწოდებს ელექტროენერგია ეკონომიურად მოიხმარონ განსაკუთრებით დილის და საღამოს საათებში.

2024 წლის დასაწყისიდან რუსეთმა ისევ გაააქტიურა უკრაინის ენერგოობიექტებზე უპილოტო საფრენი აპარატებით და რაკეტებით თავდასხმები. უკრაინის ენერგეტიკის მინისტრმა გერმან გალუშჩენკომ 5 მაისს განაცხადა, რომ ბოლო თვეებში რუსეთმა უკრაინის ენერგოსისტემას მიაყენა ერთ მილიარდ დოლარზე მეტის ზარალი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S