Accentnews.ge
ფაშინიანმა განმარტა, რატომ არ წავიდა პუტინის ინაუგურაციაზე

ფაშინიანმა განმარტა, რატომ არ წავიდა პუტინის ინაუგურაციაზე

08/05/2024 07:06:36 კავკასია

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ერევანში გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ ის არ წავიდა ვლადიმირ პუტინის ინაუგურაციაზე, რადგან მიწვევა არ მიუღია.

"თურქეთის პრეზიდენტ ერდოღანისგან მივიღე მოწვევა ინაუგურაციაში მონაწილეობის მისაღებად, მაგრამ არ მიმიღია რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისგან." - აღნიშნა მან.

მან ასევე კომენტარი გააკეთა მოსკოვში 9 მაისის აღლუმზე გამგზავრებაზე.

"გასული წლის 9 მაისს ღონისძიებაში მივიღე მონაწილეობა და არ ვფიქრობ, რომ ყოველწლიურად უნდა მივიღო მონაწილეობა... უცნაურად არ მოგეჩვენებათ, რომ სომხეთის ლიდერი ყოველწლიურად ესწრება 9 მაისის აღლუმს?" - თქვა ფაშინიანმა.

მედიის ცნობით, დიპლომატებმა საფრანგეთიდან, საბერძნეთიდან, კვიპროსიდან, მალტადან, უნგრეთიდან და სლოვაკეთიდან სამშაბათს პუტინის "ინაუგურაციაზე" დასწრება გადაწყვიტეს.

ევროკავშირის დიპლომატიის ხელმძღვანელმა ჟოზეფ ბორელმა ევროკავშირის ქვეყნებს რეკომენდაცია მისცა, არ გაგზავნონ თავიანთი წარმომადგენლები "ინაუგურაციაზე."

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S