თბილისში, ერთ-ერთ რესტორანში ხანძარია
30/12/2019 17:58:03 სამართალი
თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე მდებარე ერთ-ერთ რესტორანში ხანძარია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლი უკვე ლოკალიზებულია.
ადგილზე ოთხი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობს.
ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერ–ჯერობით უცნობია.


