Accentnews.ge
სომხეთი ОДКБ–ში ფინანსურ მონაწილეობას წყვეტს

სომხეთი ОДКБ–ში ფინანსურ მონაწილეობას წყვეტს

09/05/2024 05:52:34 კავკასია

სომხეთის ხელისუფლებამ 8 მაისს განაცხადა, რომ წყვეტს კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში (ОДКБ) ფინანსურ მონაწილეობას.

სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის ანი ბადალიანის თქმით, ერევანი ორგანიზაციის სხვა წევრებს ხელს არ შეუშლის თავიანთი სახელშეკრულებო მოვალეობების შესრულებას. საქმე ეხებათ ბელარუსს, ყაზახეთს, ყირგიზეთსა და ტაჯიკეთს.

სომხეთი ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში უწევდა ბოიკოტს ОДКБ-ს მონაწილეთა შეხვედრებს, სამხედრო სწავლებებსა და სხვა კოლექტიურ ღონისძიებებს. პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა თებერვალში განაცხადა ერევნის მიერ ორგანიზაციაში მონაწილეობის ფაქტობრივად შეწყვეტის შესახებ.

ფაშინიანს არაერთხელ განუცხადებია სამხედრო კავშირიდან სომხეთის სავარაუდო გასვლის შესახებ, თუკი ორგანიზაციის წევრები ყურადღებას არ მიაქცევენ ერევნის პოზიციას.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა მარტში ფაშინიანს ბრალი დასდო, რომ მის მთავრობას „საქმე რუსეთ-სომხეთის ურთიერთობების დანგრევისკენ მიჰყავს“, რაც, თავის მხრივ, დასავლეთის ინტერესებს ემსახურება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S