Accentnews.ge
„აგენტების კანონის“ წინააღმდეგ გამართული აქციების ექვსი მონაწილე სისხლის სამართლის მუხლით დააკავეს

„აგენტების კანონის“ წინააღმდეგ გამართული აქციების ექვსი მონაწილე სისხლის სამართლის მუხლით დააკავეს

09/05/2024 06:11:13 სამართალი, საზოგადოება

„აგენტების კანონის“ წინააღმდეგ გამართული აქციების ექვსი მონაწილე სისხლის სამართლის მუხლით დააკავეს. განცხადება თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა სულხან თამაზაშვილმა გააკეთა.

დაკავებები განხორციელდა 8–9 მაისს.

როგორც ბრიფინგზდე ითქვა, მათ ედავებიან, ბლაგვი საგანის სროლას, რის გამოც შსს–ს ცნობით, პოლიციელს თვალი დაუზიანდა; შსს–ს ავტომობილის დაზიანებას; სამეთვალყურეო კამერების დაზიანებას; პარლამენტის ჭიშკარის დაზიანებას.

თამაზაშვილის თქმით, აქციის მონაწილეები სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ნივთებისა და კონსტრუქციების, ასევე "გაურკვეველი წარმოშობის ცრემლსადენი აირის გამოყენებით ახორციელებდნენ პარლამენტის შენობაში შეჭრას" და თავს ესხმოდნენ პოლიციელებს.

საქმეები აღძრულია სსკ–ის 353 პრიმა, 187–ე მუხლებით.

ცნობისთვის: პოლიციელების მხრიდან ძალის გადამეტებაზე, ამ დრომდე არაავინაა პასუხისგებაში მიცემული.

ასევე, შსს–ს არ უსაუბრია გუშინ სამ ადამიანზე განხორციელებულ თავდასხმაზე, რომელთაგან ორი კლინიკაში რჩება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S