Accentnews.ge
"აგენტების კანონის" საწინააღმდეგო აქციების მონაწილე გიორგი შანიძე დააკავეს

"აგენტების კანონის" საწინააღმდეგო აქციების მონაწილე გიორგი შანიძე დააკავეს

09/05/2024 06:30:19 სამართალი, საზოგადოება

9 მაისს, გვიან ღამით დააკავეს "აგენტების კანონის" საწინააღმდეგო აქციების მონაწილე გიორგი შანიძე. ის წინასწარი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი.

ოჯახის ცნობით, მას სავარაუდოდ, საპროტესტო აქციაზე სათვალთვალო კამერის დაზიანებას ედავებიან.

რამდენიმე საათის განმავლობაში პოლიცია მის საცხოვრებელ სახლში ჩხრეკას ატარებდა, ოჯახის წევრების ინფორმაციით, სამართალდამცველებს მათთვის ჩხრეკისთვის აუცილებელი სპეციალური ორდერი არ წარუდგენიათ.

"გვითხრეს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები არიან, გვითხრეს, რომ ატარებენ ჩხრეკას, დაურეკეს სადღაც პირველი საათისთვის დედას და მამას. ესწრებიან ამ ჩხრეკას მუნიციპალიტეტის თანამშრომლები თუ მერიის თანამშრომლები, ვერ გავიგეთ და შეიკეტნენ, რომ ვთხოვეთ, წარმოედგინათ ჩხრეკის ორდერი, გვითხრეს, რომ მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები და რომ დამთავრდება ეს ყველაფერი, მერე გვაჩვენებენ ჩხრეკის ორდერს", - თქვა ზვიად ახლოურმა, გიორგი შანიძის ნათესავმა.

შანიძის მამა ამბობს, რომ მას და მის ცოლს სახლში შესვლაზე უარი უთხრეს. სამართალდამცავებმა ოჯახს უპასუხსეს, რომ ჩხრეკას მერიის თანამშრომელი ესწრებოდა.

ცნობისთვის: 8 მაისის ღამეს თავს დაესხნენ სამ ადამიანს - ენმი-ის წევრ დიმიტრი ჩიქოვანს, აქციების ერთ–ერთ ორგანიზატორ ლაშა ღვინიანიძეს და საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტს გია ჯაფარიძეს.

9 მაისს შსს–ში ბრიფინგზე განაცხადეს, რომ აქციების ექვსი მონაწილე დააკავეს სისხლის სამართლის მუხლით, თუმცა არაფერი უთქვამთ მოქალაქეებზე თავდასხმაზე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S